სარას ცხოვრება კერტაიასის ჩუმი ტყეების მიღმა
სარა 27 წლის გოგონა იყო, რომელიც მაღალი მთებით გარშემორტყმულ პატარა, უჩვეულო სოფელ კერტაიასში ცხოვრობდა. კერტაიასი ჩაფლული იყო ყვავილების სურნელით სავსე მდელოებში, სადაც დროის ბორბალი არ ბრუნავდა; მოსახლეობა ყოველთვის მარტივ და ერთფეროვან ცხოვრებას ეწეოდა: იზრდებოდნენ, მუშაობდნენ და საბოლოოდ, დუმილში ქრებოდნენ. სარა მარტო ცხოვრობდა ორსართულიან სახლში, რომელიც სოფლის განაპირა უბანში მდებარეობდა. მისი სახლი ფიჭვებისა და წაბლის ტყეს გადაჰყურებდა, რომელიც სოფლის ბოლოდან იწყებოდა. […]
აღმოსავლური მეტაფიზიკა, როგორც „სულიერი გამოღვიძებისთვის“ საჭირო მექანიზმი
ნანა მისაბიშვილი უმაღლესი განათლებით ბიოლოგი და აღმოსავლური მეტაფიზიკის სერტიფიცირებული ექსპერტი გახლავთ. აღმოსავლური, კერძოდ ჩინური, მეტაფიზიკის არაერთი მიმართულების საფუძვლების ცოდნის მეშვეობით ეხმარება ადამიანებს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიული კავშირის დამყარებაში.რა არის აღმოსავლური მეტაფიზიკის ძირითადი პრინციპები? ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ჩინური მეტაფიზიკა არის ენერგიების მართვის ხელოვნება. ეს არის სწავლებათა კომპლექსი, რომელიც ეფუძნება უძველესი ბრძენების მიერ საუკუნეების მანძილზე ენერგიების ზემოქმედებაზე დაკვირვებებით ნაგროვებ, […]
იოგასა და კარმას გავლენა ადამიანის სულიერ გამოღვიძებაზე
ინტერვიუს ფარგლებში, გაგაცნობთ ფილოლოგსა და იოგას მიმართულებით ბრაჰმანს ნანდი არაბულს, რომელიც წლების განმავლობაში ეძებდა თავის გზას როგორც შემოქმედებით, ასევე სულიერ დონეზე. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მას შთააგონა როგორც მონასტერში მოღვაწეობამ, ისე აღმოსავლურმა ფილოსოფიამ და იოგას შესწავლის პროცესმა. ახლა კი, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს თავის მოსწავლეებს.უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ.მწერლის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, რამაც გავლენა იქონია ჩემს […]
რას ნიშნავს სულიერი გამოღვიძება?
იმისთვის, რომ გავიგოთ რას ნიშნავს სულიერი გამოღვიძება, ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ღრმა სულიერ ძილში ყოფნა. ღრმა სულიერ ძილში იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი კითხვა თავიანთი სულის არსებობის შესახებ არ უჩნდებათ. არც ის აინტერესებთ, სად არიან და ვინ მართავთ. ღრმა სულიერ ძილში მყოფი ადამიანი, ფაქტობრივად, ჰგავს ზომბირებულ ადამიანს, რომელიც ქვემოთა ორი ან სამი ჩაკრის დონეზე ფუნქციონირებს. მისთვის ეს ცხოვრება […]